მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა ყველა ინტერესზე მაღლა დააყენონ ევროკვშირში გაწევრიანება.
როგორც მან აღნიშნა, ისინიც კი, ვინც ევროკავშირის წინააღმდეგია, ხშირად მოგზაურობენ ევროპის ქვეყნებში, აქვთ ევროპული პასპორტები, მათი შვილები სწავლობენ ევროპაში. მის თქმით, ახლა ქვეყანას აქვს რეალური შანსი გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. სანდუს პროგნოზით, 2030 წელს მოდლოვას შეუძლია გაწევრიანდეს ევროკავშირში.
„ჩვენ აღარ გვინდა, რომ მოლდოივს მოქალაქეები მიდიოდნენ ევროკავშირში. გვინდა, რომ ევროკავშირი იყოს ჩვენს სახლში. ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა, ევროპული მოლდოვა, არა იმიტომ, რომ ეს ადვილია, არამედ იმიტომ რომ ეს ერთადერთი შანსია ჩვენი თანამემამულეებისთვის იცხოვრონ კარგად, მშვიდად თავიანთ სახლებში. ეს არის ერთადერთი გზა მოლდოვის, როგორც თავისუფალი და ძლიერი ქვეყნის გადარჩენის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკა მოდლოვის მიმართ და აღნიშნა, რომ მხოლოდ მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ როგორ იმოქმედონ მომავალში.
ამასთან, სანდუმ აღნიშნა, რომ ვიდრე უკრაინა თავს იცავს რუსეთისგან, მოლდოვისთვის ომის საფრთხე არ არსებობს.