დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას“ ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება ვანო მერაბიშვილი. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი სკოჩი მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, - ამის შესახებ პარტია „მოქლაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დაიზიანა თავი, ყველა რომ ვეუბნებოდით, ფოცხს ნუ დააბიჯებ ფეხს, იმ კანონპროექტის მიღებით, გაექანენ, ძალიან ენერგიულად დააბიჯეს იმ ფოცხს ფეხი, ტარი მოხვდათ თავში და ახლა არიან დარეტიანებული. ამ დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას“ ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება ვანო მერაბიშვილი. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი სკოჩი მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, რადგან მას აქვს ერთადერთი მისია, ყველას გაგვახსენოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან კი გასაშვებია, მაგრამ ვაიმე, დავფიქრდეთ, ეს უარესი ხალხი შეიძლება დაბრუნდეს. ამას აკეთებს ვანო მერაბიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ვინმეს ჭკუა აქვს, სკოჩი მიაკრან ვანო მერაბიშვილს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხთან, Freedom TV-სთან ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენი პარტიის ყოფილი ხელმძღვანელობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად იქცეოდა, პრაქტიკულად არ რეაგირებდა არც უკრაინაში ომზე, არაფერზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია“.