კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ესე იქნება და არა სხვანაირად , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გნაცხადა.
"ისინი [ოპოზიცია] მიდიან და ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი, ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი არის კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსი. ეს ან არის აბსოლუტური მიამიტობა, ან პირდაპირი მავნებლობა. მე ასეთი რეკლამირება საკუთარი ქვეყნის არ გამიგია...კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ესე იქნება და არა სხვანაირად", - თქვა პაპუაშვილმა.