თბილსის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის 2010 წლის სადიპლომო ფილმების ჩვენება გაიმართება კ/თ „რუსთაველში".
მაყურებელი იხილავს შვიდ, ერთმანეთისაგან თემატურად და ჟანრობრივად განსხვავებულ ნამუშევარს: „ამომავალავი მზის ქვეყანა" - რეჟ: ნათია ნიკოლაიშვილი; „რეზუს უარყოფითი" - რეჟ: ვალერიან კირკიტაძე; „სებასტიანის ისტორია" - რეჯ: ნინო ჩხეიძე; „უსახელო მცენარე" - რეჟ: გიორგი ქობალია; „ყვავებზე მონადირე" - რეჟ: ნიკა გუგუშვილი, „შოკოლადის ნაყინი ძალიან გემრიელია" - რეჟ: თინათინ ებრალიძე და „ჩიტების გამომზამთრებელი" - რეჟ: გივი თუხარელი.
სადიპლომო ფილმების წარმოება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, დუტა პროდაქშენის, სინეტექის და დამოუკიდებელი კინო პროექტის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმების სრულყოფილი წარმოება კი პროფესიონალების და სტუდენტების ურთიერთთანამშრომლობით შედგა.
პროექტის მხარდამჭერები არიან კომპანიები „ავერსი", „წყალი მარგებელი", „ყავა პელე" და „XL". ასევე, ქალაქ თბილისის მერია.