ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რუსული კანონპროექტების გაწვევასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ აუცილებელია ეს გამარჯვება იურიდიულად უნდა გაფორმდეს.
"მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამ ახალგაზრდებმა თავისი უკომპრომისო ბრძოლით, სიტყვა უკვე უკან წააღებინეს რუსულ ოცნებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ეს გაფორმდეს იურიდიულად და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ენმ უზრუნველყოფს წერილის შეტანას პარლამენტში, სადაც უახლოეს დღეებში ის, რაც თქვა რუსულმა პარტიამ, ვგულისხმობ ქართულ ოცნებას, ხელმოწერით დაადასტუროს, იმიტომ რომ მათი სიტყვის აღარავის არ სჯერა, ბევრჯერ მოუტყუებიათ ხალხი.
რჩება მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პარტიის წევრებს, ადამიანებს ვინც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გათავისუფლება.
საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს არის ერთი, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც იურიდიული გაფორმება სჭირდება, მაგრამ მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ იწყება ახლა. რუსული ოცნება გვყავს დასამარცხებელი, მისი 78 გავრილოვით, რომელმაც ხელი მოაწერა რუსულ კანონს" განაცხადა ხაბეიშვილმა.