მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და არ გამოუთხარონ ძირი თავიანთი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.
„ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ძლიერი და ნათელია. ხელისუფლებამ უარი თქვა უცხოური აგენტების კანონპროექტზე. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და არ გამოუთხარონ ძირი თავიანთი ქვეყნის მომავალ პერსპექტივებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.