ესტონური მედიის ინფორმაციით, ესტონეთში საქართველოს ელჩი საგარეო სამინისტროში დაიბარეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას რეინსალუს განცხადებით, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების შესახებ.
„კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და მუშაობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის აუცილებელი 12 პრიორიტეტის შესრულების წინააღმდეგ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.