ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი გუშინ საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას ტვიტერში ეხმიანება. ის წერს, რომ რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის მიღება არის ხმის მიცემა საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ.
"მამაცურად ფრიალებდა ევროკავშირის დროშა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მინიშნება. რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის დღევანდელი მიღება არის ხმის მიცემა საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველო არის ევროპა",- წერს ევროპარლამენტარი.