პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
მანამდე, შსს-მ აქციის მონაწილეებს მოუწოდა დაშლისკენ და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შეთხვევაში აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად“.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭი უყარეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 13-მა.
პარალელეურად პარლამენტის შენობასთან მოქალქეების კანონპროექტს აპროტესტებდნენ.