საქართველო არ გახდება რუსეთი! ყველანი რუსთაველზე უნდა დავდგეთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭი უყარეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 76-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 13-მა.
პარალელურად პარლამენტის შემონათან იმართება საპროტესტო აქცია. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.