დღეს, 10 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (დავით აღმაშენებლის გამზ. 127) გაიმართება კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტების, გუნდის და სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით. დირიჟორის ამპლუაში მსმენელთა წინაშე წარდგება ირაკლი ჩოლოყაშვილი.
პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, გაეტანო დონიცეტის, ჯუზეპე ვერდის, ადოლფ შარლ ადანის, იოჰან შტრაუსის, ზაქარია ფალიაშვილის, ვიქტორ დოლიძის, ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებები.