ხვალ, 10 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გამოჩენილ მეცნიერს, ასტროფიზიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოსს, ჯუმბერ ლომინაძეს ნაყოფიერი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობისთვის ბრწყინვალების ორდენი გადაეცემა.
ჯილდოს მეცნიერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გადასცემს.