რეგიონში შექმნილი სიტუაციის ფონზე გართულებული მიწოდების, ლოგისტიკისა თუ ფინანსური ოპერაციების მიუხედავად, ,,მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 2022 წელი შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა. 2021-თან შედარებით კომპანიამ 100%-იანი ზრდა აჩვენა და 230 მაზდა გაყიდა. 2022 წელსაც პოპულარობა შეინარჩუნა CX5 მოდელმა, მასთან ერთად კი გაზრდილი იყო მოთხოვნა Mazda CX 9-ზეც.
მადონა ბაკურაძე, Tegeta Premium Vehicles-ის საოპერაციო დირექტორი: „მომხმარებლისა და საკუთარი საქმის ერთგულება, ხარისხსა და სიახლეებზე ორიენტირებულობა, ეფექტიანობა, გუნდურობა და უწყვეტი სწრაფვა სრულყოფისკენ - ეს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მთავარი ფასეულობებია. ერთი მხრივ, ამ ფასეულობებით და მეორე მხრივ, წინსვლაზე ორიენტირებული ნაბიჯებით კომპანია 11 წლის განმავლობაში მუდმივად ვითარდება. ყველა საქმე თავისი შედეგით ფასდება და ჩვენთვის ამ შედეგებზე მეტყველებს გასული 2022 წელი, რომელიც ყველა განვლილი წლისგან გამორჩეული იყო“.
გარემოზე ზრუნვის პრინციპით წარმოებული მანქანები თანამედროვე ავტოინდუსტრიაში სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება „მაზდა ცენტრი თეგეტა“ და ყველა სიახლეს მომხმარებელს ოპერატიულად სთავაზობს. მათ შორის იყო Mazda CX5, რომლის განახლებული ვერსია „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ მომხმარებელს 2022 წლის ზაფხულიდან წარუდგინა.
თათია ბოჭორიშვილი, მაზდას გაყიდვების მენეჯერი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ხდება ბაზარზე, რაზეა მოთხოვნა, რა სურთ მომხმარებლებს, რას სთავაზობენ მათ კონკურენტები და ჩვენ რა უპირატესობებით უნდა ვისარგებლოთ. ზოგადად, ბაზარზე მაზდას ბრენდზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია და ამაზე მეტყველებს გაყიდვების მაჩვენებელიც. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, პირველი და უმნიშვნელოვანესი ავტომობილის ხარისხია, რომელიც ყველა დეტალში იგრძნობა, ასევე ახალი თაობის სქაიაქტივ ტექნოლოგიის ძრავები, რომელთა მეშვეობითაც ავტომობილის წვა მინიმუმზეა დაყვანილი და ბოლოს, მაზდას დახვეწილი და ულტრათანამედროვე დიზაინი, რომელიც მას მეტად მიმზიდველს ხდის“.
2022 წელს „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა - ბათუმში მაზდას შოურუმი გახსნა. იაპონური მწარმოებლის სამოდელო რიგიდან, ამ ეტაპზე, ბათუმის შოურუმში წარმოდგენილია: Mazda 6, Mazda CX 5, Mazda CX 9 მოდელები.
მადონა ბაკურაძე, Tegeta Premium Vehicles-ის საოპერაციო დირექტორი: „მაზდას ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო დღის წესრიგში დადგა ქსელის გაფართოების აუცილებლობა. გადაწყდა, შოურუმი ბათუმში გაგვეხსნა, სადაც ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის შეძენის კიდევ უფრო გამარტივებული სისტემა შევთავაზეთ. ასევე მნიშვნელოვანია ავტომობილის შესყიდვის შემდგომი სერვისები. ამ მხრივაც, ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლიათ, ადგილზე მიიღონ მომსახურება. უახლოეს მომავალში ბათუმში სერვისის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. ამასთანავე, მიმდინარე წელს მომხმარებელს მაზდას მოდელების კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შევთავაზებთ“.
კომპანიაში ამბობენ, რომ 2023-ში მაზდას ორი ახალი მოდელის პრეზენტაცია იგეგმება. პირველი იქნება მაზდა CX-60, რომელიც უფრო მეტად გაბარიტულია, ვიდრე CX-5. ამ დახვეწილი დიზაინის მოდელის ყიდვას მომხმარებლები მაისის ბოლოს შეძლებენ, ხოლო მაზდას ყველაზე დიდი SUV საქართველოში - CX-90 ივლისიდან გაიყიდება.
--
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს თბილისისა და ბათუმის შოურუმებში უწევს მომსახურებას.