ხვალ, 21 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "კოლხში" "ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდული ფორუმი" გამართავს კონფერენციას თემაზე: დევნილთა პრობლემები და მათი დაბრუნების პერსპექტივები".
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია, არასამთავრობო ორაგანიზაცია "პირველები", ჟურნალისტთა ასოციაცია "პოსტ-ფაქტუმი", ქალთა ასოციაცია "თანხმობა", "შემოგვიერთდი", საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების - "ეროვნული ფორუმის", "რესპუბლიკური პარტიის", `ჩვენ თვითონ"-ის, "კონსერვატიული პარტიის", "საქართველოს გზის", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", ~დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღნიშნული კონფერენცია არის გაგრძელება კონფერენციათა ციკლისა -"ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხში", რომელიც 26 სექტემბერს დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონფერენციის ჩატარება.