ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილის კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, საუბარიც უჭირს, უმწეო მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ილია ლომიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.
“ერთი კვირაა, მიხეილ სააკაშვილს კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს [...] ვინაიდან კიდურების ტკივილი აქვს, ის ლოგინიდან ვეღარ დგება და ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ. მას საუბარიც უჭირს. საუბარიც არ უნდა, უხასიათოდაა, მივარდნილი და უმწეო მდგომარეობაშია. სიმართლე გითხრათ, მე ის ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს. სატელევიზიო გადაცემებს ადევნებდა ხოლმე თვალს, საუბრობდა, ახლა კი საუბრის სურვილიც არ აქვს. ის, ფაქტობრივად, არაფერზე საუბრობს და ჩვენი შეხვედრა უბრალოდ იმით შემოიფარგლება, რომ გამარჯობას ვეუბნებით და რამდენიმე წუთის შემდეგ მის პალატას ვტოვებთ. ბოლო ერთი კვირაა, მას გადატრიალების უნარიც აღარ აქვს, რომ საწოლიდან გადმოტრიალდეს. მხოლოდ ერთ მხარეს არის“, - განაცხადა ადვოკატმა.