„ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი უბედურება ის კი არ არის, თუ როგორ გამოეხმაურება ჩვენი რეჟიმის საქციელს რომელიმე უკრაინელი დიპლომატი, ჩვენი უბედურება არის რეალობა, რომელიც დგას და იწვევს ამ რეაქციას,“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ანდრეი კასიანოვის განცხადება
„ეს რეალობა არის ერთი მხრივ უბრალოდ სირცხვილი, ამ ბოროტებისა და სიკეთის შორის ომის დროს მკაფიო პოზიციის დაუფიქსირებლობა და მეტიც, ბოროტების მხარეს დგომა ბევრ შემთხვევაში, ხოლო მეორე მხრივ დასავლეთისგან საქართველოს იზოლირება, რაც სირცხვილის გარდა პირდაპირი გაგებით გვიზრდის რუსული აგრესიის საფრთხეს, დაუცველს გვტოვებს რუსეთის წინაშე, როგორც ეს 90-იანებში მოხდა, როცა აფხაზეთში გენოციდი მოგვიწყვეს.
ეს არის რეალობა, რომლის შეცვლაც ჩვენი მოვალეობაა ქვეყნის შიგნით ჩვენი მომავლის წინაშე. ეს სირცხვილი ვერ გაქრება და ჩვენი საფრთხე ვერ განეიტრალდება და ვერ გავაღწევთ თავისუფლების სამშვიდობოს, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს, ხოლო დღეს ასეთი არ გვყავს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.