ევროკაშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზე.
სანქციების მორიგი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს მკაცრ შეზღუდვებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ექსპორტზე. იგი ასევე ითვალისწინებს შემაკავებელ ზომებს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას.
სანქციებით გათვალისწინებული ზომების შესახებ დეტალური ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ის ევროკავშირის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდება.
ცნობილია, რომ სანქიების მე-10 პაკეტის დამტკიცება ჭიანურდებოდა ვარშავის პოზიციის გამო, რომელიც სანქციების გაფართოებას ითხოვდა რუსეთთან კაუჩუკის ვაჭრობის სფეროში.
ახლა უკვე სანქციების პაკეტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და ის ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა.