21 ნოემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით "ვია ეგნატია".
ძველ დროში რომაელების მიერ გაყვანილი გზა "ვია ეგნატია" დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მუდმივი ურთოერთობის სიმბოლოა. კონფერენციის მიზანია საერთაშორისო მრავალპროფილიანი კვლევითი და სასწავლო პროექტების მომზადება.
ვია ეგნატიას სამეცნიერო ქსელის კონფერენცია პირველად მაკედონიაში ჩატარდა. სწორედ იტალიაში გამართულ ბოლო კონფერენციაზე გადაწყდა, რომ შემდგომ წელს ვია ეგნატაის საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებდა. IV საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ისტორიკოსები და მეცნიერები ალბანეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან.