ამერიკა ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„როგორც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი, თქვენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მოწინავე ხაზზე ხართ და ყველაზე კარგად იცით, რა დევს სასწორზე ამ კონფლიქტში – არა მხოლოდ უკრაინა, არამედ თითქმის მთელი ევროპის თავისუფლება და დემოკრატია. ამერიკის ვალდებულებები ნატო-ს მიმართ უცვლელია, ალიანსის მეხუთე მუხლი არის წმინდა ვალდებულება. ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს“, – განუცხადა ბაიდენმა ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ოფიციალურ პირებს.