აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა.
ამის შესახებ ბაიდენმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში მისვლისას განაცხადა, სადაც „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
"ეს დიდი შეცდომაა", - განაცხადა მან. ეს ჯო ბაიდენის პირველი კომენტარია, მას შემდეგ, რაც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ ფედერალური კრებისადმი მიმართვაში განაცხადა.
2010 წელს გაფორმებული შეთანხმება ორი ქვეყნის ბირთვულ შეიარაღებაზე ლიმიტს აწესებს. 2021 წელს ვაშინგტონმა და მოსკოვმა შეთანხმება ხუთი წლით გაახანგრძლივეს.