ასტანაში გამართულ სამიტზე კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიუღებლობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი "ორი-სამი ქვეყნის მიერ დაკავებულ პოზიციას" აბრალებს.
"შეთანხმების მიღწევა ორი სამი ქვეყნის მიერ დაკავებული პოზიციის გამო ვერ მოხერხდა, რომელთან კონსესუსის მიღწევის სურვილი არ ჰქონდათ. მათი მისწრაფება იყო გაეთრიათ ფორმულირებები, რომელთა მიხედვითაც სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ საქართველოს ნაწილებად იქნებოდნენ დაფიქსირებულნი. ცხადია, რომ ეს აბსოლუტურად არარეალური პოზიციაა, ვიტყოდი მკრეხელურიც კი იმის გათვალისწინებით თუ რა გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა 2008 წლის აგვისტოში და რა ფასი გადაიხადეს რუსეთმა აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა აგრესიის აღსაკვეთად", _ აცხადებს სერგეი ლავროვი და დასძენს, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ჩვენი მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა 2010 წლის დეკემბერში, არამედ 2008 წლის აგვისტოში - "სამიტი დროის მანქანა არ არის მან რომ მოვლენების უკან გადახვევა შეძლოს".
"თუკი არ შეწყდება მცდელობები სასურველის სინამდვილედ წარმოჩენის შესახებ და თუკი გაგრძელდება მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ სახელმწიფოთა პასუხისმგებლობების იგნორირება ეუთო საერთოდ თამაშგარედ დარჩენის რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს", _ აცხადებს ლავროვი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით ეუთოს აქვს შანსი.
"მაგრამ ეუთო წინ ვერ წავა თუკი გამუდმებით უკან გააგრძელებს მოხედვას. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეუთოს აქვს საკმარისი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს ევროპულ საქმეებში", _ აცხადებს ლავროვი.
მისივე თქმით, ასტანის სამიტის შემდეგაც რუსეთი მშვიდად გააგრძელებს ამ ორგანიზაციის რეფორმირების მოთხოვნას.
"ჩვენ ასევე გავაგრძელებთ იმის მოთხოვნასაც, რომ ეუთოს საქმიანობა უფრო გამჭვირვალე იყოს. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი მისი მოთხოვნილების ამაღლება თანამედროვე პირობებში. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ამაზე პასუხი ახალი გეოპოლიტიკური თამაშები იქნება ეუთო წააგებს და ეს ჩვენი არჩევანი არ იქნება", _ აცხადებს რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები