„არასდროს მტოვებდა, ფიქრი: რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა აფხაზეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე?. ნუთუ არ შეიძლება ადამიანებს, ხალხებს შორის იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობები? - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ხომ შეიძლება, ეს ურთიერთობები ემსახურებოდეს მშვიდაბასა და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხს შორის. ჩვენ ხომ არასდროს დაგვიგეგმავს რაიმე აქციები თბილისის მიმართ“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
მისი თქმით, ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. „რატომღაც ეს ისე კარგად არ გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ ის მაინც პრეზიდენტი იყო. ამიტომ ამ დონემდე დაცემა, როგოც ახლაა, უბრალოდ უხამსობაა. რატომ ვაბობ ამას: ჩვენ ხომ არ მიგვიცია რაიმე შეფასება, არ ჩავრეულვართ ამ სუტუაციაში და სხვა. ჩვენ თბილისთან ძალინ კარგ ურთიერთობებს ვინარჩუნებდით და ვინარჩუნებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. რატომ რეაგირებენ ისინი ასე მწვავედ“, - განაცხადა ლუკაშენკამ.