ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ადასტურებს, რომ რუსეთი გაფრთხილებული იყო კიევში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა მათ უსაფრთხეობის არანაირი გარანტიები მიუციათ. ამის შესახებ "Financial Times" იტყობინება.
„მათ მხოლოდ დაადასტურეს ინფორმაციის მიღება. არ ყოფილა გაცვლა. ეს იყო უბრალოდ ინფორმაცია და მიღების დადასტურება, არანაირი გარანტიები {უსაფრთხოების} არ ყოფილა“, - განაცხადა სალივანმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ რუსულ მხარეს არ გაკვირვებოდა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, მათ აშშ-ის პრეზიდენტის გრაფიკის დეტალები წარედგინათ.
ამერიკის პრეზიდენტი კიევში გუშინ, 20 თებერვალს ჩავიდა. ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთს წინასწარ აცნობეს, რათა თავიდან აერიდებინათ ექსცესები, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი კონფლიქტის გამოწვევა შეეძლო.