უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები მანამდე იბრძოლებენ ბახმუტისთვის, ვიდრე ეს გონივრული იქნება, მაგრამ არ აპირებენ დაიცვან ის ნებისმიერ ფასად.
„ეს არ არის განსაკუთრებით დიდი ქალაქი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი დაცვა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად და იმის ფასად, რომ ყველა დიღუპოს. ვიბრძოლებთ, ვიდრე ეს გონივრული იქნება, რუსებს უნდათ შემდეგ წინ წაიწიონ კრამატორსკამდე და სლავიანსკამდე, დონბასის საზღვრამდე და დნეპრამდე, თუ შეძლებენ. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ, ამასთან, ვემზადებით შემდგომი კონრეშეტევისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა Corriere della-თან ინტერვიუში.
მანამდე დასავლური მედია იუწყებოდა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია კიევს ურჩევს დრო და ძალები არ დაკარგოს ბახმუტის დასაცავად და კონცენტრაცია მოახდინოს კონტრშეტევაზე ფრონტის სხვა მონაკვეთებზე.
სააგენტო ბლუმბერგი თებერვლის დასაწყისში ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ, შესაძლო,ა მალე გაიყვანოს ჯარები ბახმუტიდან.
გამოცემის წყაროს აზრით, ბახმუტიდან უკან დახევა არ აისახება ომის სტრატეგიულ ზეგავლენაზე. უკარინის ჯარი, სავარაუდოდ, ააგებს თავდაცვით ხაზებს იმ ადგილთან ახლოს, სადაც ახლა ფრონტის ხაზი გადის.
ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) გასულ კვირას იუწყებოდა, რომ ბახმუტის დაცვამ, შესაძლოა, ხელსაყრელი პირობები შექმნას უკრაინის მომავალი კონტრეშეტევისთვის. ISW-ში აღნიშნავდნენ, რომ დიდი დანაკარგების მიუხედავად, ქალაქის დაცვის გაგრძლების გადაწყვეტილება, სტარტეგიული ნაბიჯი იქნებოდა.