უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისთვის და გამარჯვებისთვის, რუსეთი ვერასდროს შეძლებს ჩვენი ქვეყნის დაპყრობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წილის წინ, ვერ გაიგეს, რომ ისინი ვერასდროს შეძლებენ უკრაინის დაპყრობას, რისი იმედიც ჰქონდათ“, - განაცხადა ზელნსკიმ.
„ჩვენ ვენზადებით ხანმოკლე ომისთვის და გამარჯვებისთვის. რაც უფროს სწრაფად დადგება ეს დღე, მით უფრო ნაკლები მსხვერპლი იქნება. 2014 წელს კონფლიქტი გაიყინა და ეს ჩვენს სასიკეთოდ არ წაგვადგა. მინსკის შეთანხმებამ პუტინს მისცა დრო თავდასხმისთვის მოზადებულიყო, ჩვენ აღარ გავებმებით იმავე ხაფანგში. ჩვენი სამხედროები მეტად მოტივირებულები არიან, იმიტომ რომ ისინი იცავენ თავიანთ ოჯახებს, სახლებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დასავლელი პარტნიორების დახმარებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „არავის უყვარს მარტო ბრძოლა“. „ის ვინც მიიჩნევს, რომ რაღაც მომენტში შესაძლოა მიგვატოვონ, ვერ მიხვდა ჩვენი ბრძოლის მოტივაციის სიღრმეს. ჩვენ არ ვართ სამასი სპარტელი და თავს გმირებად არ ვგრძნობთ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უკან დგას ევროპა და ყველა, ვისაც ესმის რუსეთის საფრთხის არსებობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, შეკითხვაზე აქვს თუ არა შიში რუსეთის ახალი შეტევის გამო, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა უკრაინის ჯარი რუსეთის ჯარზე ბევრად ძლიერია.
„ჩვენ ვიცით, რომ თუ დავმარცხდებით, ყველაფერს დავკარგავთ: სახლებს, შვილებს, მშობლებს, ამიტომ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ძველი თუ ახალი შეტევა. მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს მოხდა, კომპრომისები აღარ იქნება, დაირღვა საერთაშორისო სამართალი, დაირღა ყველაფერი ადამიანური, რაც შეიძლება ყოფილიყო. ჩენ მათი {რუსების} არ გვეშინია, მათი არავის ეშინია, მათი გეგმის მიხედვით არაფერი მიდის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.