წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა პოლიტიკური შანტაჟისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ პროტესტი და მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ მთავრობას და პასუხისმგებელ პირებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა ციხეებში.
„რა თქმა უნდა, რაც ციხის ტერიტორიაზე ხდებოდა პირდაპირ რეაქციაში იყო იმ მოვლენებთან, რომლებიც მაშინ ქვეყნის ტერიტორიაზე ხდებოდა. წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიყენებოდა მათ შორის პოლიტიკური შანტაჟისთვის. კერძოდ, იმისთვის, რომ ამ შეშინებულ ადამიანებს და მათ ახლობლებს არ გაებედათ და არ გამოეთქვათ პროტესტი და როგორც არჩევნებში, ასევე ყოველდღიურობაში მხარი დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰქონდა ინფორმაცია ციხეში არსებულ ვითარებაზე, ეს უკვე სხვა ტიპის დანაშაულია და წინა ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებელია, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად.