სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
„მდგომარეობა ნადვილად გაუარესებულია, რაც გამოიხატება წონაში მეტად კლებით, კუნთების მასის კიდევ მეტად შემცირებით. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ, გაზომვის მონაცემები აღვწეროთ. ამჟამად ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. პაციენტს დეტალურად ვსინჯავთ და გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. მას აქვს გულისრევა, ზოგიერთ საჭმელს ვერ იტანს, ზოგიერთს იღებს, იმასაც დაბალი დოზით და იმაზეც გულისრევა აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც საკვებს იღებს, თორემ ამდენ ხანს ვერ იცოცხლებს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.