უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მაკრონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის და თქვა, რომ მზად არის ხანგრძლივი ომისთვის.
"მე მსურს რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და უკრაინას თავისი პოზიციების დაცვა შეეძლოს. როგორც სხვები, მე არ ვფიქრობ, რომ მიზნად უნდა დავისახოთ რუსეთის ტოტალური მარცხი და მისსავე მიწაზე დავესხათ თავს. ვინც ამას უჭერს მხარს, მათ სურთ რუსეთის განადგურება. ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც არასდროს იქნება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.