თურქეთში კაჰრამანმარის ორივინციაში კიდევ ერთი, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრის კერა ქალაქ გიოქსუნთან 12 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 46 000-ს აჭარბებს.