აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მცდელობით, ძირი გამოუთხაროს მოლდოვის მთავრობის სტაბილურობას, - ასე ეხმიანება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას, რომ რუსეთი მოლდოვაში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა.
აღნიშნული განცხადება ბლინკენმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც გერმანიაშI, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ენტონი ბლინკენის თქმით, "აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მოლდოვის უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებსაც პრეზიდენტი და მთავრობა ახორიელებენ".
მაია სანდუმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2022 წელი მოლდოვისთვის უაღრესად რთული იყო და მადლობა გადაუხადა აშშ-ს მოლდოვის წინაშე არსებული უამრავი გამოწვევის დაძლევაში მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში.
შეგახსენებთ, 13 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთი რუსეთი ძირგამომთხრელი ქმედებებით მიზნად ისახავს მოლდოვის ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლას, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მოლდოვის რესპუბლიკის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.