უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე ვალდებულება არცერთ ქვეყანას არ აუღია. ამის შესახებ კულებამ გერმანულ გამოცემა WAZ-ს განუცხადა.
"ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ აუღია ვალდებულება მოიერიშე თვითმფრინავების მოწოდებაზე. თუმცა, ზოგიერთმა ხელისუფლებამ, მათ შორის ბრიტანეთის, თავის თავზე აიღო უკრაინელი პილოტების წვრთნების ორგანიზება", - თქვა კულებამ.
მისი განმარტებით, მოირიშე თვითმფრინავები უკრაინას ძალიან დაეხმარება, ვინაიდან ავიაცია მნიშვნელოვანია როგორც საჰაერო თავდაცვისთვის, ასევე კონტრშეტევებისთვის.
კულებას თქმით, უკრაინა განსაკუთრებით დაინტერესებულია აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ავიაგამანადგურებლებით.
"ამ ქვეყნებს ყველაზე დიდი საწარმოო მოცულობა და ყველაზე ძლიერი ავიაპარკები აქვთ", -აღნიშნა კულებამ.