ბრიუს უილისის ოჯახის ინფორმაციით, მსახიობს დემენცია აქვს. ოჯახის წევრების თქმით, მათ უკვე იციან ზუსტი დიაგნოზი.
"შვებაა ის, რომ საბოლოოდ ვიცით ზუსტი დიაგნოზი". - წერს სოციალურ ქსელში ბრიუს უილისის ოჯახი. მათი თქმით, მსახიობს ფრონტტემპორალური დემენცია აქვს.
67 წლის მსახიობს გასული წლის გაზაფხულზე დაუსვეს აფაზიის დიაგნოზი - რაც მეტყველების გაძნელებას იწვევს. ოჯახის თქმით, დაავადება პროგრესირებდა.
უილისმა ავადმყოფობის გამო კინოინდუსტრია გასულ წელს დატოვა.