პუტინი ელოდა, რომ უკრაინა და მსოფლიო დანებდებოდა, თუმცა ისტორიაში სულ სხვა რამ ჩაიწერება" - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
"რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრიდან უკრაინაში თითქმის ერთი წელი გავიდა. თითქმის ერთი წელია, პუტინის ომის არჩევანმა ევროპას უსაფრთხოების კრიზისი მოუტანა. პუტინი მხოლოდ თავს კი არ დაესხა სუვერენულ, მშვიდობიან, დემოკრატიულ, გაეროს წევრ სახელმწიფოს, ასევე დაემუქრა კანონების და უფლებების სისტემას, რომელიც აძლიერებს ევროპას, უკვე 70 წელია. თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც პუტინი გეგმავდა. ის ელოდა, რომ უკრაინა და მსოფლიო დანებდებოდა, თუმცა ისტორიაში სულ სხვა რამ ჩაიწერება. ისტორია უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, NATO-ს წევრების თავდადებასა და სიძლიერეს დაიმახსოვრებს", - ამბობს ოსტინი.