აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ ახალი ცნობები არ აქვს. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
„თვითმფრინავებთან დაკავშირებით, დღეისათვის არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, - აღნიშნა ოსტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები უკრაინასთან ერთად მუშაობენ, რომ უკრაინისთვის გადაუდებელი საჭიროებების მიწოდების საკითხები მოაგვარონ.
მისი თქმით, უკრაინასთან თანაშრომლობა ფოკუსირებულია უკრაინელი სამხეროებისთვის ახალი სისტემების გამოყენების შესწავლასა და ბრძოლის ველზე მათ მიწოდებაზე.
ოსტინმა აღნიშა, რომ აშშ ვერ ხედავს, რომ რუსეთი თავს უყრიდეს თავის თვითმფრინავებს პოტენციური მასშტაბური იერიშის დაწყებისთვის.
მანამდე ოსტინმა განაცხადა, რომ გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები ერთობლივად მუშაობენ Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე.
„არცერთ ჩვენგანს არ სურს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ, თავს დაესხან მშვიდობიან მეზობლებს, დაარღვიონ მათი საზღვრები და დაბომბონ ხალხი“, - თქვა ოსტინმა.