თურქეთში სამშველო სამუშაობის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 8 ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. იუწყება სააგენტო Anadolu.
„ჩვენ შევეჯახეთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბუნებრივ კატასტროფას. ამ მიწისძვრის შედეგად დანგრეული ათასობით შენობის ნამგრევების გაწმენდისას ვხედავთ რომ სამწუხაროდ, ჩვენი დანაკარგები ზრდება.
მიწისძვრას გადარჩენილი, დაშავებული 81 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოეწერა {კლინიკებიდან}, დარჩენილების მკურნალობას ვაგრძელებთ. ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩვენმა სამაშველო ჯგუფებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს, 8 ათასზე მეტია“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთში დამანგრეველი მწისძვრის შედგეად დაღუპულთა რაოდენობამ 32 ათასს მიაღწია.