უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სრულმასტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე ძალიან მკაფიო სიგნალს მიიღებს.
„გაეროში, კიევში, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის დედაქალაქებში გაიმართება სხვადასხვა აქცია, საიდანაც პრეზიდენტ პუტინს ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნიან. თუ, შენ პუტინო, თამაშობ გამოფიტვის თამაშს და ფიქრობ, რომ დრო შენს მხარესაა, მაშინ ძალიან ცდები. იმიტომ რომ უკრაინასთან ერთიანობა ყოველ დღე იზრდება და ამ ომში შენ აუცილებლად წააგებ“, - განაცხადა კულებამ.
მედიის შეკითხვას, ერთ-ერთი ასეთი სიგნალია თუ არა ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში, რომელიც 20-22 თებერვალს იმართება, კულებამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ის ასევე არის ამ ტრაგიკული წლისთავის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილი და ამ სიგნალის განუყოფელი ელემენტი პუტინისთვის. ამიტომძალინ მნიშვნლოვანია, რომ სწორედ ევროპაში იქნება პრეზიდენტი პუტინი. მით უფრო პოლონეთში - ქვეყანაში, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უკრაინისთვის შეიარაღებისმიწოდების უზრუნველყოფაში“ - თქვა კულებამ.