თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალება დადასტურდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს გაზიანთეფში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ.-ს გარდაცვალების შესახებ.
ამ დროისთვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.