პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.