„ორი რამ არის კობახიძის ამ კიდე ერთ სამარცხვინო განცხადებასა და შემდეგ რაც მოვისმინეთ ასევე მისგან, მდინარაძისგან და დანარჩენებისგან გაკეთებულ კომენტარებში აღსანიშნავი:
პირველი, როგორ აღიქვამენ საერთოდ ვითარებას, იმიტომ რომ ფსიქოანალიზში არსებობს მსგავსი რამ, რომ წამოცდენამ შეიძლება აჩვენოს რეალური განწყობაო, ეს კი წამოცდენაც არ არის. ამ ხალხს სჭირდება, რომ ასე დასახოს ვითარება, იმ სამხედრო კრახის ფონზე, რაც რუსულმა სამხედრო მანქანამ განიცადა, როცა კიევთან იყვნენ მისულები, ხოლო იმის შემდეგ უკან იხევენ. მათ სჭირდებათ თქვან, რომ უპირატესობა რუსეთს აქვს, იმიტომ რომ ამას ეყრდნობა მათი გზავნილი და ძალაუფლება ქვეყნის შიგნით ადამიანების შიშსა და ემოციებზე თამაშით“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებას
„მეორე, მოლდოვის მაგალითის ასე უტიფრად მოყვანა სხვა რამეზე, როდესაც მოლდოვა კიდევ ერთი მაგალითად ყველასთვის, თუ რამხელა სიცრუეა და მავნებლობაა მთელი ეს ანტიდასავლური ანუ ანტიქართული კამპანია, რომ დასავლეთი თურმე ომს გვთხოვს საქართველოში და ამიტომ გვსჯის რომ ეს არ გავაკეთეთ, როცა მოლდოვას კანდიდატის სტატუსიც მისცეს, სტრატეგიული პარტნიორობაც გაღრმავებული აშშ-სთან და ყველასთან მის ხელისუფლებას, არავის არ მოუთხოვია მათთვის დნესრისპირეთის ძალით აღება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული მათი ტერიტორიაა. ესეც მათი უტიფარი სიცრუის მაგალითია”- განაცხადა გიგა ბოკერიამ