უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტს სიტყვით მიმართა. გამოსვლისას ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომზე ისაუბრა და თქვა, რომ სამყარომ ერთხელ უკვე დაამარცხა დიდი ბოროტება.
"ჩვენმა სახელმწიფოებმა დაიცვეს თავისუფლება მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენ რკინის ფარდა გვყოფდა. ჩვენმა ხალხმა გაიარა კრიზისი და ზრდა, სოციალური დანაკარგი და შენაძენი და ეს იყო რთული, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით ძალას და გამძლეობას, რომ წინ წავსულიყავით და შედეგისთვის მიგვეღწია. ეს არის ჩვენი მიწის და თქვენი ტრადიციების საფუძველი, უკრაინელებმა და ბრიტანელებმა დაამარცხეს ომის შიში და აქვთ დრო, რომ დატკბნენ მშვიდობით. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა შეგვხვდა ჩვენი და თქვენი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ჩვენ, თქვენ და მთელმა კაცობრიობამ მივაღწიეთ შედეგს - ბოროტება დამარცხდა. ჩვენ მუდამ შევეწინააღმდეგებით ბოროტებას - ეს ჩვენი და თქვენი ტრადიციების საფუძვლებშია. თუმცა ჰორიზონტი დიდხანს არ რჩება ცარიელი, როგორც კი ერთი ბოროტება დამარცხდება, მეორე ცდილობს თავის აწევას. თქვენ გაქვთ განცდა, რომ ბოროტება კიდევ ერთხელ დაიმსხვრევა? ახლა თქვენს თვალებში ვხედავ იმავეს, რასაც ჩვენ ვფიქრობთ - ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს. ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება და ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს და ეს იქნება ცვლილება, რომელიც სამყაროს დიდი ხანია სჭირდებოდა ", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში დღეს 8 თებერვალს ჩავიდა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე ის ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს შეხვდა, მოგვიანებით კი დაგეგმილია შეხვედრა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მეორესთან.