საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე მუშაობას დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დაასრულებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა პოლიტიკურ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აღნიშნული დოკუმენტი იყო.
უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, საფრთხეების შემფასებელი დოკუმენტი პრაგმანტულ ობიექტურ წინაპირობებზე აგებული დოკუმენტი იქნება, რომელიც ამა თუ იმ საფრთხის რეალობასა და მისი რეალიზების შემთხვევაში სავარაუდო შედეგებს წინასწარ განსაზღვრავს.
"მსგავსი სახის დოკუმენტი საქართველოს არასდროს ჰქონია. ჩვენ პირველად გვექნება საშუალება, შევაფასოთ, ამა თუ იმ საფრთხესთან დაკავშირებით როგორია ქვეყნის მზადყოფნა და შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მასთან გამკლავება. მისი განმარტებით მოსალოდნელი საფრთხის მხოლოდ რუსეთში ძიება არასწორი იქნება, ვინაიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა საფრთხე შეიძლება იყოს ქვეყნისთვის რთული შედეგის მომტანი.