"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური. მისი თქმით, თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა შენობის შიგნით უნდა იბრძოლონ.
მელია ამბობს, რომ ბოიკოტირს რეჟიმით მხოლოდ "ქართულ ოცნებას" შეექმნება კომფორტი.
"რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი.
საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.
თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.
თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას", - წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. მათი თქმით, მანდატების დატოვების საკითხზე კონსულტაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ექნებათ.