იუსტიციის მინისტრი რატი ბერგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!“
„ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა- კანონიერება, სისხლისღვრა-მშვიდობა და სამართალი არის ის რასაც ვიტყვით ჩვენ!
თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!“, - წერს ბრეგაძე.