უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,რომ დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ფრონტის ხაზიდან უკრაინული ჯარების გაყვანა არ მოხდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ რამდენადაც შეგვიძლია", - თქვა ზელენსკი
ბახმუტში მებრძოლი უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ არ აპირებენ ქალაქის დატოვებას იქამდე, სანამ საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა ექნებათ და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება.
ბახმუტი ბოლო თვეებია ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილია და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.