„შედგება თუ არა ეს ამბავი, შეიძლება ვერც შედგეს, კომპანიებს შეიძლება მოერიდოთ, შეიძლება რუსებმა კიდევ უფრო ბევრი მოთხოვონ რაღაცაში, მე იმედი მაქვს, რომ ვერც განხორციელდება, მაგრამ ჩვენი, ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ეს თუნდაც მნიშვნელოვანი ეპიზოდი. დღეს ეს ყველაფერი არის დასტური იმის, რომ ჩვენი დასავლეთისგან და ამერიკისგან იზოლაციის პროცესი ღრმავდება“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლო ფრენების აღდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
„იმის ნაცვლად რომ ჩვენ გვყოლოდა ხელისუფლება, რომელიც ამ ვითარებით ისარგებლდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და პირიქით იქნებოდა სწორი გაგებით შეტევაზე ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს და დასავლეთსაც სჭირდება საქართველო ნატოში, დაცული და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, ევაჭრა ნატოში გაწევრიანებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, ამის ნაცვლად ვართ რბილად რომ ვთქვათ, ყველას თვალში ეჭვმიტანილები და ჩემს თვალში დადასტურებულად პუტინთან პარტნიორობაში.
ეს არის ის, რაც საქართველოს უზრდის საფრთხეს უზომოდ ახლო, საშუალო და შორეულ მომავალში. ყველა ჩვენს მოქალაქეს ბევრად მეტი მსხვერპლი დაგვიჯდება ჩვენი სახელმწიფროობის დაცვა იმის გამო, რომ გვყავს დღეს ივანიშვილი, თუ ის არ შევცვალეთ, მანამ სანამ ეს ფანჯარა არ დაიხურება.
უკვე ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს უწევს ამ განცხადების გაკეთება არა იმაზე რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, პირობითად ვიძახი მნიშვნელოვან საკითხზე, არამედ იმაზე, რომ ამ ნაბიჯს თუ გადადგამთ, ეგ რუსეთის დახმარებაა, ეგ უკვე ღალატის ტოლფასია და კატასტროფაა იმის მიუხედავად აღდგება თუ არა ფრენები“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ