„ეს ადამიანი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელად, და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სააკაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა.
რა თქმა უნდა, პატიმარზე ზრუნვა არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენ ამ მოვალეობას ვასრულებთ ზედმიწევნით, ეს ხაზგასმით უნდა ვთქვათ; მაგრამ როდესაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას და იყო თვითდაზიანების ძალიან ბევრი ისტორია, მე შემიძლია ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო –დაწყებული შიმშილობით, რამდენიმე ეპიზოდი იყო შიმშილობის, და შიმშილობა სხვა რა არის, თუ არა თვითდაზიანება, მედიკამენტების შერჩევითად მიღება რა არის, თუ არა თვითდაზიანება და, ასევე, სამედიცინო რეკომენდაციების შეუსრულებლობაც, ბუნებრივია, არ არის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ანუ აქ მიზანი იკვეთება ცხადი, რომ ეს ადამიანი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელად, და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს, რომ რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამ მოტივით მოპოვებული იყოს თავისუფლება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.