„ეს განცხადება არის ამ შემთხვევაში იმ გულწრფელი პოზიციის გაგრძელება, რომელიც ჩვენს მტერს აქვს. საქართველოს დასავლეთიდან იზოლირება და დაუცველად დატოვება არის რუსეთის ინტერესებში სწორედ იმიტომ, რომ აგრესია მათგან მოდის“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ლავროვის გაკეთებულ განცხადებას
„უკვე ოკუპირებულები ვართ, მუდმივი საფრთხეა და კიდე გაგრძელდება უდიდესი ალბათობით და სწორედ ამიტომ ახარებთ მათ თავდასხმის წინ საქართველოს დაუცველობა, ამაზეა საუბარი.
ანუ ამ ამბავში რასაც ვხედავთ პროპაგანდისტულადაც, საქართველო არის მსხვერპლი და დროებითი ხეირი აქვს ამ რეჟიმს, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილს ატყუებენ თითქოს ომი აგვაცილეს, სინამდვილეში ყველაფერი არის პირიქით.
ეს განცხადებები არის იმის დასტური, რომ აგრესიისა და მსხვერპლის საფრთხე იზრდება ყოველდღიურად მანამ, სანამ ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლებაში“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ