პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „2022 წლის ადამიანის თავისუფლების ინდექსს“, რომელსაც „ფრეიზერის ინსტიტუტი“ და „კატონის ინსტიტუტი “ ერთობლივად აწარმოებენ.
„ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ წლიური და გრძელვადიანი სარეიტინგო წინსვლით საქართველომ 11 საფეხურით წინ წაიწია და წლიური თვალსაზრისით რეიტინგში დაწინაურებულთა საუკეთესო ათეულშია. ამჟამად საქართველო მსოფლიოში 43 ადგილს იკავებს, უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 3 წევრ ქვეყანასა და ნატოს წევრ 7 ქვეყანას“, - წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.
გამოქვეყნდა „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2022“, რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყანას და ტერიტორიაზე ადამიანის თავისუფლების ხარისხს ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორზე და კვლევაზე დაყრდნობით სწავლობს. ინდექსს და მსოფლიო რეიტინგს „ფრეიზერის ინსტიტუტი“ და „კატონის ინსტიტუტი “ ერთობლივად აწარმოებენ.