მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილის ჰანმრთელობის მდგომარეობის ნშესახებ მიკრობლოგ ტვიტერზე წერს, რომ ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
"მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია.
ოპოზიციის ლიდერის წამებით სიკვდილი მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ", - წერს მოლდოვის პრეზიდენტი.
.