NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 31%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
მოსახლეობის 26% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
კვლევის ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.